რას წერს ნაციონალური მოძრაობა ლევან ხაბეიშვილის განცხადებასა და 4 იანვარს დაგეგმილ აქციებზე

ფოტო: თათია შურღაია / On.ge
პარიის განცხადებით, სოლიდარობის აქცია თბილისში 4 იანვარს, 18:00 საათზე მშვიდობის ხიდზე გაიმართება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, 4 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად "გლობალური აქცია" არაერთ ქვეყანაში გაიმართება.
- ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 31 დეკემბერს განაცხადა რომ 4 დეკემბერს რამდენიმე ქალაქში გამართავენ აქციების და შესაბამისი ლოკაციებიც დაასახელა.
- თუმცა დღეს, 3 დეკემბერს პარტიის ერთ-ერთმა თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე აქციების გასამართად პარტიისგან განსხვავებული ლოკაციები გააჟღერა.
დეტალები: სწორედ ხაბეიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში და ითქვა, რომ აქცია არა ორ არამედ 8 ლოკაციაზე ჩატარდება.
- "გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა", — წერს ენმ.
- პარტიაში თქვეს ისიც, რომ 8 ლოკაციიდან 3 — თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.
- "პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კონტექსტი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილმა 9 ნოემბერს შიდაპარტიული არჩევნები, მათ შორის, ახალი თავმჯდომარის არჩევა მითხოვა.
- ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე.
-
არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები