პუტინმა 36 საათით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა — რა ხდება
ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 5 იანვარს, პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა.
- ოკუპანტი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ამჯერადაც რუსული პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს "საშინაო კონფლიქტი" უწოდა.
- კირილმა "კონფლიქტში ჩართულ მხარეებს" მოუწოდა, ცეცხლი შეწყვიტონ 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე, რათა მართლმადიდებელმა ადამიანებმა შეძლონ, დაესწრონ ღვთისმსახურებას.
- რუსეთის პატრიარქის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "ზავი" ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია.
დეტალები: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სწორედ 36 საათით ამოქმედდება, როგორც ეს პატრიარქ კირილის განცხადებაში იყო ნათქვამი.
- "მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, შემოიღოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკრაინაში მხარეებს შორის კონტაქტის მთელს ხაზზე, მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე", — ვკითხულობთ პუტინის განკარგულებაში.
რუსეთის პატრიარქი პუტინთან დაახლოებული პირი და კრემლის პოლიტიკის გამტარებელია. მისი მტკიცებით, უკრაინაში ოკუპანტები რუსეთს იცავენ და მათ "მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაფუძნებული შინაგანი მორალური გრძნობა ამოძრავებთ".
- ასევე, წარსულში კირილი სიტყვით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ტაძარში, სადაც შეაქო ახალგაზრდა რუსები, რომლებიც ჯარში მსახურობენ და უკრაინელებს ხოცავენ.
არქივიდან: 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, შობის დღეს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა დაიწყოს და ამით აგრესიაზე უარის თქმის უნარი აჩვენოს.
- მალევე ზელენსკის პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და თქვა, რომ ამაზე საუბარი გამორიცხულია.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები