უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისმა ქალაქის აღებაზე მტრის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაცია უწოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ფოტო, სავარაუდოდ, სოლედარის მარილის მაღაროდან და განაცხადა, რომ ქალაქის მთელი ტერიტორიას მათი მებრძოლები აკონტროლებდნენ.

  • სოლედარი დონეცკის ოლქის ქალაქია, რომლისთვისაც ბოლო დროს სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
  • მისმა დაკარგვამ, შესაძლოა, უკრაინულ ჯარებს გაურთულოს ბევრად უფრო დიდი ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე თვეებია შტურმით ებრძვიან.

დეტალები: უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს:

  • "რუსები ამბობენ, რომ სოლედარი მათ კონტროლს ექვემდებარება — ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალები, გენერალური შტაბის რეზიუმეში, დაელოდეთ".
  • ამასთან, უკრაინელები ირწმუნებიან, რომ პრიგოჟინი თავის ადგილსამყოფელს აყალბებს და შესაბამის ფოტო მასალასაც აქვეყნებენ.
  • "როგორც ჩანს, პრიგოჟინის ადგილსამყოფელი სიმართლეს არ შეესაბამება და ის არ არის სოლედარის მაღაროში", — ნათქვამია შეიარაღებული ძალების სტრატკომის განცხადებაში.
  • ფოტოზე ჩანს როგორ გამოიყურება მარილის მაღაროები სოლედარში და როგორ გამოიყურება გამოქვაბულები დონეცკის ოლქში, ვოლოდიმიროვკას რაიონში.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი 10 იანვრის ანგარიშში წერს, რომ რუსულმა ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს სოლედარის გარშემო, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეს ქალაქის სრულად აღება, რადგან, როგორც თავად პრიგოჟინი აცხადებს, ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

  • "რუსეთის ყველაზე კეთილშობილური პრეტენზიების გათვალისწინებაც კი, სოლედარის დაკავება არ ნიშნავს ბახმუტის დაუყოვნებელ დაპყრობას", — აცხადებს ომის კვლევის ინსტიტუტი.

  • იმის გამო, რომ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს ქუჩის ბრძოლის დროს, ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ აკონტროლებს კონკრეტულ უბნებს, ამბობენ ექსპერტები.