ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის დღევანდელ მოხსენებაში წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი აიღეს.

  • ბოლო დღეებში ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და მის აღებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება.
  • სოლედარის დაკარგვამ, შესაძლოა, უკრაინულ ჯარებს გაურთულოს ბევრად უფრო დიდი ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე თვეებია შტურმით ებრძვიან.

დეტალები: ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაქირავებული ვაგნერის ჯგუფის თავდასხმების ფონზე, 15 იანვრის მდგომარეობით უკრაინის შეიარაღებული ძალები მარშირებდა პოზიციებს ინარჩუნებენ.

  • აგრეთვე, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას ირგვლივ კომპლექსური თავდასხმებისა და კონტრშეტევების სერია გრძელდება.
  • დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ეტაპობრივ წინსვლას ფრონტის ხაზზე კრემინას კიდეზე.