ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მელიას მტკიცებით, ფარული მიყურადებით მოპოვებული აუდიო ჩანაწერი [ენმ-ის] წინა-სარჩევნო კამპანიაში ემოციებზე თამაშისთვის არის განკუთვნილი.

  • "უკანონო გზით მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, რომ მის შინაარსში შესვლა ნიშნავს მის ლეგიტიმაციას", — განაცხადა მელიამ.

დეტალები: ენმ-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დანამდვილებით იცის, რომ უკანონო აუდიო ჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დადგმულია.

  • მისი განმარტებით, ჩანაწერს მერაბიშვილი ინახავდა, როგორც "ჯოკერს" ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
  • მელიას შეფასებით, ჩანაწერის გავრცელებამ საპირისპირო შედეგი გამოიწვია და ამით კონკრეტულმა ჯგუფმა "ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელა".