ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ იმედის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 18 იანვარს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა.

  • პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელება ეკრძალებათ.
  • ამავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება, ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერებაზეც.
  • რუსეთი მაშინ ამტკიცებდა, რომ ეს დროებითი ნაბიჯი იყო და მისი მთავარი მიზანი საქართველოში "სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა" იყო.

დეტალები: კობახიძე ამბობს, რომ 2019 წელს რუსეთმა ფრენების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო, რამაც საქართველოს მოქალაქეები დააზარალა.

  • მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს და პირდაპირი ფრენების აღდგენა მათთვის მნიშვნელოვანი იქნება.
  • "თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, ეს არის ერთადერთი კომენტარი, რაც შეიძლება გავაკეთოთ", — განაცხადა მან.