ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: Washingtonpost-ის ცნობით, პალესტინელმა შეიარაღებულმა კაცმა, ლოცვის დროს სინაგოგაში ცეცხლი გაუხსნა მლოცველებს, მსხვერპლთა შორის ბავშვებიც არიან.

  • ისრაელის პოლიციის განცხადებით, გასროლის შემდეგ ეჭვმიტანილი ქუჩაში გაიქცა, გამვლელებს ესროლა და სანამ ისევ გაქცევას ცდიდა, შემთხვევის ადგილზე ისრაელის უშიშროების თანამშრომლებმა მოკლეს.
  • მედია წერს, რომ ეს იყო ძალადობისა და ესკალაციის ნიმუში, რამაც გამოიწვია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ყველაზე ბნელი დღეები.

დეტალები: ადგილობრივი მედიის გადმოცემით, შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც ისრაელის პოლიციამ დაადგინა, 21 წლის პალესტინელი მამაკაცია აღმოსავლეთ იერუსალიმიდან. ის, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.

  • ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ეძებენ პირს, ვინც ის ადგილზე მიიყვანა.
  • Washingtonpost წერს, რომ მასობრივი სროლა მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ცხრა პალესტინელი მოკლეს, მათ შორის ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, სამხედრო იერიშის დროს ჯენინში.
  • რაც მედიის ცნობით, ყველაზე სასიკვდილო ოპერაციაა დასავლეთ სანაპიროზე ორი ათწლეულის განმავლობაში.