ამაზე ომის კვლევის ინსტიტუტი მორიგ ანგარიშშია საუბარი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი სწორედ იქ არის.

  • პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის სხვა ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტებმა ქალაქი, ფაქტობრივად, გაანადგურეს.
  • ბახმუტში დაიღუპა არაერთი ქართველი მებრძოლიც.

დეტალები: ISW ვარაუდობს, რომ რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, ბახმუტზე შეტევის გასაძლიერებლად ვაგნერის დაქირავებულ ძალებს ჩაანაცვლებენ.

  • გარდა ამისა, ექსპერტებმა 20 იანვარს გამოქვეყნებული ბრძოლის კადრები გაანალიზეს. ფოტოებზე რუსული BDM-4M ჩანს, ის ნიშური მექანიზემული მანქანა, რომელსაც ექსკლლუზიურად მედესანტეები იყენებენ.
  • შედეგად, ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბახმუტის ირგვლივ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები მოქმედებენ.
  • გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად განაცხადა, რომ ვაგნერის დაჯგუფების 41 000-ზე მეტი წევრი დაიღუპა, 10 000 კი დაიჭრა.
  • მათგან 1 000-ზე მეტი ბახმუტთან ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში მოკვდა.

ვითარება ბახმუტთან: შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევასა და ბახმუტის, ავდეევსკისა და უგლედარსკის მიმართულებებს უტევენ.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, ბახმუტთან ვითარება უკიდურესად მწვავეა.
  • უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ბახმუტთან საომარი მოქმედებების გააქტიურების გამო, ოკუპანტებმა ფრონტის ხაზზე უფრო ხშირად დაიწყეს ვერტმფრენების გამოყენება.