10 ფრაზა, რომელსაც გურიაში ხშირად მოისმენ

თუ გურულებთან ერთხელ მაინც გქონია შეხება, სტუმართმოყვარეობასთან ერთად მათი ენაკვიმატობა და იუმორიც აუცილებლად გაგახსენდება. გურულების ხასიათი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აისახება და გურული ენამოსწრებული ფრაზები ხანდახან იმაზე უფრო სახალისოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
თუ ნებით ან შემთხვევით გურიაში მოხვდი, სტატიაში 10 ფრაზას გთავაზობთ, რომელსაც ამ მხარეში ყველაზე ხშირად მოისმენ და სათანადო პასუხის მოფიქრებაშიც წინასწარ მოგამზადებს.
1. "მეიცა ელანძე"

ფოტო: Giphy
გურული ასე აგებინებს გურულს, რომ ცოტა ხნით (საუკეთესო შემთხვევაში 1 წუთით) დაუცადოს. თუ არ დაუჯერებს და მარცხიც ელანძეა!
2. " — სა მიხვალ?
— სა წავალ?"

ფოტო: Tenor
კითხვაზე კითხვით პასუხს გურიაში ხშირად მოისმენ და ეს გურულებისთვის სრულიად ბუნებრივი დიალოგია. "— რაფერ ხარ? — რაფერ ვიქნები?", "— ვინ იყო? — "ვინ იქნებოდა?" და ა.შ.
3. "რაცხა იქნება"

ფოტო: Tenor
ეს "ყველაფერი კარგად იქნებას" გურული ვერსიაა.
4. "როის ჩამოი? როის მიხვალ?"

ფოტო: Giphy
არ იფიქრო, რომ გურულს შენი სტუმრობა არ გაუხარდა, ეს უბრალოდ მისალმების ერთგვარი ჟესტია. თან წინდახედული გურული იმასაც იგებს, რამდენი დრო აქვს შენს მოსანახულებლად.
5. "აფერ თავში არაა"

ფოტო: HBO
ვისზეც ამას ამბობენ, მან ბევრი რამ არ იცის ან არაფერი გამოსდის. იმედია, გურულისგან ამ ფრაზას არ დაიმსახურებ, თორემ მერე იმასაც იტყვიან, "ნენაა, აი თლათ გააბდლებულაო".
6. "ცაი ფეხათ ჩამევიდა"

ფოტო: Giphy
ცა არსად წასულა, უბრალოდ გურულები ასე ამბობენ, როცა კოკისპირული და თავსხმა წვიმაა.
7. "ა, კიდო"

ფოტო: Tenor
"ა, კიდო" გურულ დიალექტზე იგივეა, რაც "აი, კიდევ/ისევ". სიტუაციის გამძაფრებისთვის კიდევ ერთი "ა" შეიძლება დაამატონ.
8. "აქანე გაშობილა კიარაა"

ფოტო: Giphy
ამ ფრაზით გურული ცდილობს, მიგახვედროს, რომ ყველაფერს შენს ნებაზე ვერ გააკეთებ და გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილო.
9. "ბჟუტურობ რაცხას"

ფოტო: Tenor
ოო, მტრისას, გურული თუ ამას გეუბნება! ესე იგი, სისულელეებს ლაპარაკობ და სჯობს, გაჩუმდე.
10. "თუ გამუა, გამუა და თუ არა, და აა!"

ფოტო: Tenor
მართლაც, წინასწარ რაზე უნდა იდარდო?
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები