როგორ აფასებს მთავრობა ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს შესახებ
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელშიც განხილულია ევროკავშირის კანონთა კრებულთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კანონმდებლობის შესაბამისობა.
დეტალები: კომისიამ ქვეყნების მიახლოების დონე შევსებული კითხვარების საფუძველზე მოამზადა — სამივე განმცხადებელი ერთი და იმავე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა.
- ანგარიშში გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებებზე (AA/DCFTA) წლების განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.
- ევროკომისია საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დახმარებას აღუთქვამს ევროკავშირის სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს პროგრესი გაწევრიანების გზაზე პოზიტიურია.
- ანგარიშში აღწერილია ქვეყნის მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში და მითითებულია, რომ ისინი ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, მაგრამ საჭიროა გაუმჯობესება.
- ევროკომისია ძირითადად იყენებს შეფასების ამ ფორმებს: "მომზადების ადრეული ეტაპზეა", "მიაღწია მომზადების გარკვეულ დონეს", "ზომიერად მზადაა" და სხვა.
- მაგალითად, კომისია წერს, რომ კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ფართოდ არის მორგებული acquis-თან. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია.
- აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება ფინანსური კონტროლის სფეროში თუმცა, მენეჯერული ანგარიშვალდებულება, ფინანსური მენეჯმენტი, კონტროლი და შიდა აუდიტი არ ხორციელდება ეფექტურად.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.
- "ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", — აღნიშნავს იგი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ამ შეფასების საფუძველზე შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო.
- "საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში", — ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
- "ამასთან, ეს შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც მაშინ და დღესაც, სიტყვით და წერილობით, შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს", — აცხადებს იგი.
ირაკლი კობახიძე თანაგუნდელების მსგავსად საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესზე საუბრობს.
- "დღესავით ნათელია, არა მარტო გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ ვართ", — აცხადებს იგი.
ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ევროკომისიის მორიგ შეფასების ანგარიშში აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით.
- "აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ, ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ყველა პარამეტრით, ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში არსებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით", — აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები