ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თურქეთში მომხდარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 2 ქვეყანაში, თურქეთსა და სირიაში, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

  • 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ნურდაგიდან 23 კილომეტრში მოხდა.

დეტალები: მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გაგზავნიან.

  • "თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან", — ნათქვამია განცხადებაში.