დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი ისევ გაიზარდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ დამანგრეველ, 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო 2 დღის განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვვა, მათ შორის, 7 და 5-ბალიანები.

  • თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
  • მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზრდება, რადგან სამაშველო სამუშოები ჯერ კიდევ გრძელდება.

დეტალები: BBC-ის ინფორმაციით, თურქეთში 8 574 ადამიანია დაღუპული, ხოლო სირიაში — 2 662.

  • დაშავებულთა რიცხვი მხოლოდ თურქეთის ათ პროვინციაში, ბოლო მონაცემებით, 50 000-ს აღემატება.