რა უნდა იცოდე, თუ ზელენსკის და სუნაკის გამოსვლა არ გინახავს
პრეზიდენტი ზელენსკი ვესტმინსტერის დარბაზში იმყოფება, სადაც პარლამენტის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოდის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ზელენსკის მეორე საგარეო ვიზიტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
- სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მოკავშირეების თავშეკავება, მიაწოდონ უკრაინას F-16 მებრძოლები და შორ მანძილზე მოქმედი ATACMS რაკეტები, კიევს ეფექტური თავდაცვის განხორციელებასა და კონტრშეტევის დაწყებაში ხელს უშლის, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სავარაუდოა, ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ამ დახმარების მიღებას უკავშირდებოდეს.
- "გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინას დაეხმარა. დღეს მე ვარ ლონდონში, რათა პირადად მადლობა გადავუხადო ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის და პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს მისი მმართველობისთვის," — განაცხადა ზელენსკიმ ქვეყანაში ჩასვლისას.
- ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ასევე ექნება აუდიენცია მეფე ჩარლზ III-თან.
დეტალები: შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი და ოპოზიციის ლიდერი, კირ სტრამერი.
- "უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე წამებიდან დიდმა ბრიტანეთმა დახმარების ხელი გამოგვიწოდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მსოფლიომ კვლავ არ იცოდა, ამაზე რა რეაქცია ჰქონოდა", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრიბუნაზე ასვლისას.
- რიში სუნაკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას ბოლომდე დაუჭერს მხარს, რადგან ბრიტანეთი არის უკრაინის წამყვანი ევროპული მოკავშირე ნატოში.
- სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებისთვის უკრაინას დამატებით 14 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს.
- მან ასევე გააჟღერა გაფართოებული სასწავლო პროგრამის დაწყება უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, ხოლო კიევისთვის უფრო დიდი დისტანციური იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება.
- დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა ახალი სანქციები კრემლის ელიტებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი აფასებს დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ საჭიროა სანქციები მანამ გაგრძელდეს, სანამ კრემლი უკრაინასთან ომს ვეღარ დააფინანსებს.
- "ეს იქნება თავისუფალი სამყაროს ახალი რეალობა", — დასძენს ის.
-
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება ბრიტანეთის ლიდერობა ისე, როგორც როგორც მას სჭირდება უკრაინული სიმამაცე.
-
"საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინისთვის არის ფრთები თავისუფლებისთვის", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ მოუწოდა".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები