რა გადაწყვიტა ევროპულმა სასამართლომ უგულავას საქმეზე და რას ამბობენ მხარეები

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
უგულავა საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გიგი უგულავამ კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე ევროპულ სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბერს მიმართა.
- იგი დავობდა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის კანონიერებაზე.
- მომჩივანი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 000 ევროს ითხოვდა.
დეტალები: სასამართლომ უგულავასთვის თავდაპირველი პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად არ მიიჩნია, ხოლო კონვენციის დარღვევა დაადგინა ორ ეპიზოდზე.
- მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა.
- ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.
- სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს უგულავასთვის 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.
- კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არამატერიალური ზიანის გამო სახელმწიფომ მომჩივანს თანხა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა და ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი.
- კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა.
- გარდა ამისა, მათივე თქმით, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, ორ თვეში ერთხელ ხდება პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა.
გიგი უგულავას თქმით, ახარებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას.
- "რაზეც სალომე ზურაბიშვილი გვიხსნიდა — რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით ოცნება ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს!" — წერს ის.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები