ინფორმაციას უკრაინის და მოლდოვის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო სარაკეტო ფრენას დარღვევა უწოდა და რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა, მსგავს ინციდენტს ადგილი ჰქონდა გასული წლის ოქტომბერშიც.

  • შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კიშინიოვში მთელი მთავრობა გადადგა და ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა.
  • დღეს რუსეთმა მასიური საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე, რომლის მიმართულებით 71 რაკეტა იქნა გასროლილი, რომელთაგან 61 ჩამოაგდეს.
  • ზელენსკის საგარეო შეხვედრების ფონზე, რუსეთმა გააძლიერა ენერგო ტერორი და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები.

დეტალები: რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც რაკეტებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

  • კრემლის სპიკერმა პრესკონფერენციაზე ინციდენტი უარყო.
  • მოგვიანებით პესკოვმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს თავდაცვის სამინისტროს საქმეა, რომელსაც კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.