ქურდობის მუხლი სასჯელის სახით 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

  • ქართული სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებმა საქართველოს შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართეს და სთხოვეს სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს კვალიფიკაცია შეცვალოს და საკითხი მხატვარსა და გალერეას შორის მოლაპარაკებით მოგვარდეს.

დეტალები: გალერეაში ამბობენ, სანდრო სულაბერიძემ ამ ქმედებით ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი დააზიანა.

  • მათივე განცხადებით, კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა "ნორმალურ პირობებში" მიმდინარეობს.
  • გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე არტისტ სულაბერიძის მიერ გაკეთებულ წარწერასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა.