კადრები ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამოცემა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ სანაპიროზე კვამლია, ადგილზე კი მობილიზებული არიან სამართალდამცავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

  • თვითმხილველების გადაღებულ კადრებში კი ვხედავთ, რომ ზღვაზე, სავარაუდოდ, საბრძოლო ნაღმი ტივტივებს, ნაპირთან მიახლოებისას კი ფეთქდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, აფეთქების მომენტია ასახული

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, აფეთქების მომენტია ასახული

ფოტო: კადრები სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

დეტალები: აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულია.

  • ერთ-ერთი თვითმხილველი ბათუმელების ჟურნალისტს ეუბნება, რომ ნაღმი დაინახა და გადაღება მოასწრო, მალევე კი ის მისგან 5 მეტრში აფეთქდა.
  • სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინაში ომისას შავ ზღვაში რუსების მიერ განთავსებული ნაღმია, რომელიც წყალმა გამორიყა — ამის არანაირი დასტური არ არსებობს.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის On.ge შსს-სა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა და მათ პასუხს ელოდება.
თვითმხილველი ჟურნალისტს აჩვენებს მის გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც, სავარაუდოდ, ნაღმი ჩანს

თვითმხილველი ჟურნალისტს აჩვენებს მის გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც, სავარაუდოდ, ნაღმი ჩანს

ბათუმის სანაპიროზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციები სამსახურის თანამშრომლები

ბათუმის სანაპიროზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციები სამსახურის თანამშრომლები

ფოტო: კადრები ვიდეოდან / ბათუმელები

მასალა განახლდა