ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამოცემა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ სანაპიროზე კვამლია, ადგილზე კი მობილიზებული არიან სამართალდამცავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

  • თვითმხილველების გადაღებულ კადრებში კი ვხედავთ, რომ ზღვაზე, სავარაუდოდ, საბრძოლო ნაღმი ტივტივებს, ნაპირთან მიახლოებისას კი ფეთქდება.
  • აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულია.

  • ერთ-ერთი თვითმხილველი ბათუმელების ჟურნალისტს ეუბნება, რომ ნაღმი დაინახა და გადაღება მოასწრო, მალევე კი ის მისგან 5 მეტრში აფეთქდა.

  • სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინაში ომისას შავ ზღვაში რუსების მიერ განთავსებული ნაღმია, რომელიც წყალმა გამორიყა — ამის არანაირი დასტური არ არსებობს.

დეტალები: შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

  • უწყების განმარტებით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
  • მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
  • მათი თქმით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.