ინვესტირება ბევრი ადამიანისთვის საინტერესო და მიმზიდველი პროცესია. თუმცა, ახალბედა ინვესტორებისთვის ბევრი რამ დამაბნეველია, რადგან საინვესტიციო სამყაროში ხშირად შეხვდებით უცხო ტერმინებს. ამ ტერმინების ცოდნა კი აუცილებელიც კია, რადგან აქციებით ვაჭრობისას რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ და პოპულარულ ფრაზებს საფონდო ბირჟებიდან.

1. Price-to-earnings (P/E) ratio — ფასისა და მოგების თანაფარდობა

ფასისა და მოგების თანაფარდობის კოეფიციენტი განსაზღვრავს ინვესტორების შეფასებას მომავალი მოგების შესახებ. აღნიშნული კოეფიციენტის დასათვლელად იღებენ კომპანიის აქციების ფასს და ყოფენ ერთეულის არსებულ მოგებაზე. მაგალითად, თუ კომპანიის ერთი აქციის ფასია $1, ხოლო კომპანიის შემოსავალი ერთი აქციიდან $2-ის ტოლია, მაშინ P/E იქნება 0.5, რაც ინვესტორებისთვის საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია. თუ კომპანიას აქვს ნულოვანი ან უარყოფით შემოსავალი, მაშინ აღნიშნული კოეფიციენტის დათვლა ვერ მოხერხდება.

2. Exchange-Traded Fund (ETF) — გაცვლითი სავაჭრო ფონდები

ზოგ ინვესტორს სურს, თანხის დაბანდებისთვის ინდივიდუალური კომპანია აირჩიოს. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვისაც ერთდროულად ბევრ კომპანიაში უნდა ინვესტირების განხორციელება. გაცვლითი სავაჭრო ფონდები სწორედ ამისთვისაა შექმნილი. ფონდები ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტიცია ჩადონ სხვადასხვა აქციებსა თუ ფასიან ქაღალდებში ერთდროულად.

3. Risk Tolerance — რისკისადმი ტოლერანტობა

რისკისადმი ტოლერანტობა სხვაგვარად ფულის დაკარგვის ალბათობაა. ტოლერანტობა ზარალის იმ სავარაუდო მოცულობით განისაზღვრება, რომელიც ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას ინვესტორმა შესაძლოა მიიღოს. ინვესტირების დაწყებამდე აუცილებლად უნდა განისაზღვროს ინვესტორის ტოლერანტობა რისკის მიმართ.

4. Market Capitalization — საბაზრო კაპიტალიზაცია

კაპიტალიზაცია კომპანიის საბაზრო ღირებულებაა, რომელიც კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების საბაზრო ღირებულების დაჯამებით იანგარიშებ. კომპანიის კაპიტალიზაციის დაანგარიშება მარტივია — თუ კომპანიის ერთი აქციის ფასი $10-ია, ხოლო კომპანიამ გამოუშვა მილიონი აქცია, მაშინ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $10,000,000 იქნება.

5. Liquidity — ლიკვიდობა

ლიკვიდობა აქტივების ნაღდ ფულად ქცევის შესაძლებლობაა, აღნიშნული აქტივების გაიაფების, ანუ ფასის კლების გარეშე. რაც უფრო სწრაფად და მარტივად შეგვიძლია გარკვეული აქტივის ნაღდ ფულზე გაყიდვა, მით მეტია ამ აქტივის ლიკვიდობა. აქედან გამომდინარეობს ტერმინები მაღალლიკვიდური და დაბალლიკვიდური აქტივები.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.