ამის შესახებ ტელეკომპანია ჩანაწერს ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჩანაწერში ჟურნალისტი ნუგზარ კაკულიას შეკითხვას უსვამს წულუკიანის მიერ მოგებულ სასამართლო დავაზე, რის გამოც მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

  • "რა გინდა, შე დედა მო**ნულო, რა გინდა, რატომ მირეკავ?", — ასე უპასუხა ჟურნალისტს მინისტრის ქმარმა.
  • გასული წლების განმავლობაში თეა წულუკიანმა არა ერთხელ სცადა ჟურნალისტების შეურაცხყოფა.
  • 2022 წლის 22 მარტს, ფორმულას ჟურნალისტის თქმით, კრიტიკულ მედიას ეროვნულ გალერეაში გამოფენის შესახებ არ შეატყობინეს.
  • წულუკიანის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მისთვის კითხვის დასმა და იმის გარკვევა სცადეს, რატომ არ დაპატიჟეს ისინი.
  • წულუკიანმა უპასუხა, რომ "უღირსი ტელევიზიაა".
  • ასევე, 2021 წელს მან მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამბობდა, რომ არ დააბრუნებდა.

დეტალები: ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნუგზარ კაკულია შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებს ადამიანებს, მათ შორის, საჯარო პირებს.

  • 2022 წლის პირველ მარტს ის თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ამის შესახებ პოსტი დაწერა.
  • ამბობდა, რომ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ბრძოლის მესამე დღეს ბრძოლის ველი დატოვეს და გაიქცნენ.
  • "რომლებსაც ომი ტ*აკის ჩვენება გონათ! მინდა ვკითხო, იმას განიცდი და აღშფოთდი რომ საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია ზელენსკიმ?? სიკეთე ვერაფერი ვერ დაინახა ხო მაგ ჩემისამ მაგან... გადააჯ*ით ერთმანეთს თქვენ, ზელენსკიმ, მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა!!", — წერდა კაკულია.