პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე ექსპრეზიდენტზე, მის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჰკითხეს, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს კლინიკაში.

რატომ არის მიშვნელოვანი: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის გადავადებაზე უარი უთხრა.

  • 15 თებერვალს, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის კადრები გაასაჯაროვა, რომელიც კლინიკა ვივამედშია გადაღებული.
  • უწყების მტკიცებით, რომ მათი მიზანი საზოგადოების "ობიექტური ინფორმირებაა".

ღარიბაშვილის თქმით, დემოკრატიულ ინსტიტუტებს აშენებენ, დემოკრატიის არსი კი იმაშია, რომ კანონზე მაღლა კი არავინ უნდა იდგეს.

  • ღარიბაშვილმა ისევ გაიმეორა აქამდე არაერთხელ ნათქვამი, რომ სააკაშვილის "დაბრუნების იდეა რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობის ინსპირირება" იყო.
  • თქვა, რომ მთავრობა ექსპრეზიდენტისთვის მაქსიმალურ კომფორტსა და მკურნალობას უზრუნველყოფს და მას სხვა პატიმრებთან შედარებით, ბევრი პრივილეგია აქვს.
  • "თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია [...] რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას".
  • ამის შემდეგ კი თქვა, რომ "არ უნდა, ამ პანელზე ამ ადამიანზე ისაუბროს" და სურს, ასეთი პასუხი გასცეს დასმულ კითხვას.