ორბანს ჰგონია, რომ ომი ესაა კონფლიქტი "ორ სლავურ ქვეყანას შორის"

ფოტო: AP Photo/Denes Erdos
612
წაკითხვა
6
გაზიარება
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიტორ ორბანმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორბანი ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი მოკავშირედ განიხილება, რის გამოც უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია.
- რუსული პროპაგანდა ცდილობს ომი ისე შეფუთოს, თითქოს ეს "სამხედრო ოპერაციაა", რომლის მიზანიც მოსახლეობის "გათავისუფლებაა".
- კრემლის პროპაგანდა ხშირად საუბრობს, რუსეთისა და უკრაინის "საერთო წარსულსა" და "სლავურ ერებზეც".
დეტალები: ორბანი ევროკავშირს უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს.
- ცდილობს დაამტკიცოს, რომ კიევის მხარდაჭერა ევროპის მცდარი სტრატეგიაა — "როდესაც რუსეთმა შეტევა დაიწყო, დასავლეთმა არ მოახდინა კონფლიქტის იზოლირება".
- "უკრაინის ომი არ არის კონფლიქტი სიკეთისა და ბოროტების ჯარებს შორის, არამედ ორ სლავურ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ეს მათი ომია და არა ჩვენი", — ასე ცდილობს ორბანი წარმოაჩინოს რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.
ორბანი ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირის სანქციებს, თუმცა კრიტიკის მიუხედავად, არაერთ მათგანს დაუჭირა მხარი.
- აცხადებს იმასაც, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა "მათ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება".
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები