საქართველოს დელეგაცია კიევში არ ჩავა — როგორ "გაამართლა" გადაწყვეტილება პაპუაშვილმა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია, თუმცა საქართველო კიევში არ ჩავა.
- ამის შესახებ განცხადება ჯერ ირაკლი ზარქუამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ როდესაც უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ, ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს აღარ ტოვებს.
- შალვა პაპუნაშვილმა ძალიან ბევრი ისაუბრა რუსეთზე, სანამ გასცემდა პასუხს შეკითხვას, რატომ არ წავა საქართველოს დელეგაცია 24 თებერვალს კიევში.
- თუმცა, საბოლოოდ შეკითხვას არ უპასუხა და მხოლოდ თავი იმართლა.
დეტალები: პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ თუ ამ ერთ წელს შეაჯამებს, ერთი რამის თქმა შეუძლია: "იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, ისეთი სოლიდარობა გამოვიჩინეთ, რომელიც არ გამოუჩენია არც ერთ ქვეყანას, თუკი ასეთ პირობებში იქნებოდა."
- მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა დაცული არაა "ნატოს და ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით", თუმცა ამის მიუხედავად, საერთაშორისო ფორმატში ყველაზე ხმამაღლა საუბრობს.
- პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველო რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანაა და ყველაზე კეთილსინდისიერად შეასრულა, რომ რუსეთს სანქციების გვერდით ავლისთვის ხელი შეეშალა.
- განმარტავს, რომ უკრაინის პარლამენტთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს საქართველოს და უფრთხილდებიან, თუმცა არ დააკონკრეტა, რატომ არ დათანხმდნენ მეგობრის მიერ მიღებულ მოწვევას.
- მისივე თქმით, ვინც ამ თემით აპელირებს, საბოლოო ჯამში, არც საქართველო უყვარს და არც უკრაინა.
- ზარქუას მსგავსად, პაპუაშვილიც ამბობს, რომ არასამართლიანი დამოკიდებულება უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ პირველი არ არის.
- "დღეს დედამიწაზე არ არის ქვეყანა, არც ერთი, რომელიც ჩვენნაირ მდგომარეობაში იქნებოდა და ჩვენზე მეტ სოლიდარობას გაუწევდა უკრაინას", — თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "დღეს უკრაინას აქვს თავისი ომი, რომელიც უნდა აწარმოოს, ჩვენ ვართ მათ მიმართ სოლიდარულები".
- მისი თქმით, ეს ომი დასრულდება, გავა წლები და უკრაინელ ხალხთან ძმობა რომელიც აქვთ, ისევ ექნებათ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები