ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტზე სენატორმა ჯინ შაჰინმა გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კანონის თანახმადაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

  • მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • მმართველი გუნდის წევრები ამ კანონს არ ემიჯნებიან, მეტიც მიიჩნევენ, რომ გამჭვირვალობა საჭიროა.
  • 40 საერთაშორისო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონი და აცხადებს, რომ ის იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას.
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
  • დღეს, 20 თებერვალს ბიუროს სხდომის პარალელურად, სადაც კანონპროექტი დაარეგისტრირეს, მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა.
  • პროტესტის მონაწილეები ბიუროს ოთახთან იყვნენ შეკრებილი და სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს".

დეტალები: სენატორმა განმარტა, რომ წარდგენილი ინიციატივა არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, როგორც ამას ანტიდასავლური მოძრაობის წევრები ამტკიცებენ.

  • "ის არის რუსული კანონის მსგავსი. ასევე, მსგავსი კანონი მიღებული იქნა უნგრეთის მიერ და დადასტურდა რომ არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან [...] როცა ვსაუბრობთ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება".