კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ძლიერ პროდასავლურ მისწრაფებებს ინარჩუნებენ
CRRC-საქართველომ ომის, რუსეთიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეების და საგარეო პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით, მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა ჩაატარა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუნდაც ამან რუსეთის მხრიდან აგრესიის რისკები გაზარდოს.
- მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს და არ სჯერა, რომ ამის გამო ეროვნულ იდენტობას დაკარგავენ.
- კვლევის თანახმად, მოქალაქეების შედარებით მცირე ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირთან და NATO-სთან ინტეგრაცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს კონტროლის ქვეშ დააბრუნებს.
მოქალაქეებს სთხოვეს აერჩიათ, ორიდან რომელ მოსაზრებას ემხრობიან — "საქართველო მეტ სარგებელს მიიღეს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებით" და "საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე".
- 54% ამბობს, რომ საქართველოსთვის სასარგებლოა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
- გამოიკვეთა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები, ახალგაზრდები (18-34 წლის), დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა და უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს EU-სა და NATO-ს ინტეგრაციის მიმართ.
დეტალები: გამოკითხულთა 73% ეთანხმება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
- მონაცემებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის იგივე ჯგუფები, გარდა ახალგაზრდებისა და ქალები უფრო მეტად ეთანხმებიან, რომ NATO-ს წევრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება.
- გამოვლინდა, რომ ამ განცხადებაზე თანხმობის საერთო დონე უფრო დაბალია (48%) ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში (73%).
კვლევის თანახმად, მხოლოდ 22% ეთანხმება, რომ თუ ქვეყანა EU-ის წევრი გახდება, ეროვნულ იდენტობას დაკარგავს.
- "მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები, ოპოზიციასთან და პარტიებისადმი მიუმხრობლებთან შედარებით, ხოლო საშუალო და პროფესიული განათლების მქონე ადამიანები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებთან შედარებით, უფრო მეტად ეთანხმებიან ამ მოსაზრებას", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევაში მონაწილეებს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთიდან მომავალ ჰიპოთეტურ საფრთხეებზეც ჰკითხეს.
- როგორც აღმოჩნდა, 71% ეთანხმება, რომ ასეთი საფრთხე არსებობს.
- კვლევის ავტორები, ასევე, დაინტერესდნენ, რომელ ქვეყანასთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა.
- პასუხების გადანაწილება იხილეთ ფოტოზე.
მეთოდოლოგია: CRRC-ის ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვა 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა.
- ჯამში გამოიკითხა 1 523 ზრდასრული (18 წლის და უფროსი) საქართველოს მოქალაქე.
- გამოკითხვაში გამოყენებულ შერჩევასა და მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებს შორის განსხვავებების კომპენსაციის მიზნით, ანგარიშში შეწონილი შედეგები გაანალიზეს.
- გარდა ამისა, გამოკითხვის ფარგლებში CRRC-საქართველომ რანდომიზებული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებში რესპონდენტების ერთმა ჯგუფმა მოისმინა ინფორმაცია, რომელიც უკრაინის წარმატებებს უსვამდა ხაზს, მეორემ — ინფორმაცია, რომელიც აქცენტს უკრაინის დანაკარგებზე აკეთებდა, მესამეს კი დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია.
- ავტორის განცხადებით, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი გავლენას ახდენს ზოგიერთი ჯგუფის განწყობაზე რუსეთთან კომპრომისის მიმართ.
- მათი თქმით, დანაკარგების შეტყობინებამ ყველაზე საგრძნობი ზეგავლენა იქონია სხვებზე უფრო პროდასავლურად განწყობილ ჯგუფებში, რომლებიც ამავდროულად ყველაზე ნაკლებად უჭერდნენ მხარს რუსეთთან რაიმე კომპრომისს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები