ჯეიმს ბონდის წიგნების ახალი გამოცემებიდან რასისტულ მონაკვეთებს ამოიღებენ
ცნობილი ბრიტანელი მწერლის, იენ ფლემინგის, ჯაშუშური რომანების სერიას ჯეიმს ბონდზე სულ მალე 70 წელი შეუსრულდება. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, სერიის საავტორო უფლებების მფლობელები წიგნების ხელახლა გამოცემას გეგმავენ.
თუმცა, როგორც გავიგეთ, ფლემინგის ორიგინალური ტექსტი ახალ გამოცემაში დარედაქტირებული იქნება — ამოღებული იქნება რასისტული მონაკვეთები. ამასთან, გამოცემას წამძღვარებული ექნება გაფრთხილება: "ეს წიგნი დაიწერა მაშინ, როცა დღევანდელი მკითხველისთვის შეურაცხმყოფელი წესები და შეხედულებები იყო გავრცელებული. ამდენად, წინამდებარე გამოცემაში რამდენიმე შესწორება შევიდა, თუმცა, ვეცადეთ, მაქსიმალური სიახლოვე შეგვენარჩუნებინა ორიგინალურ ტექსტთან და მასში ასახულ დროსთან".
როგორც ცნობილია, წიგნში ფლემინგი შავკანიან ადამიანებს მოიხსენიებს დამამცირებელი ტერმინით, რომელიც ახალ გამოცემაში, უბრალოდ, "შავკანიანით" ჩანაცვლდა. ამასთან, ამოღებულ იქნა მონაკვეთები, რომლებიც რასისტულ სტერეოტიპებს შეიცავს. მაგალითისთვის, ერთგან ბონდი ოქროსა და ალმასის ვაჭრობაში ჩართულ აფრიკელებს ახასიათებს "კანონმორჩილ ტიპებად, მხოლოდ იმ გამონაკლისით, როცა მეტისმეტად ილეშებიან ხოლმე". შესწორებულ გამოცემაში ამ წინადადების მეორე ნაწილი მოჭრილია.
სერიის სხვადასხვა წიგნიდან ამოიღეს ეროვნებების დასახელებებიც. ზოგიერთ შემთხვევაში კი, წინადადებები შეიკვეცა ან უზუსტო პერიფრაზის საშუალებით გადმოიცა.
აღსანიშნავია, რომ თავისი ერთ-ერთი წიგნის შესწორებული ვარიანტი თავად იენ ფლემინგმაც დაადასტურა, სანამ 1964 წელს გარდაიცვლებოდა. გამომცემლების თქმით, ამჟამინდელი შესწორებებიც მის მიდგომას ეფუძნება.
"ხალხს ვურჩევთ, წიგნები აპრილში გამოცემის შემდეგ თავადვე წაიკითხონ და შეაფასონ", — აცხადებენ გამომცემლები.
აღსანიშნავია, რომ სენსიტიური მონაკვეთები და შეურაცხმყოფელი ტერმინები ცოტა ხნის წინ ამოიღეს როალდ დალის წიგნებიდანაც. თუმცა, მას შემდეგ, რაც შესწორებული ტექსტის გამოცემა ბევრმა გააკრიტიკა (მათ შორის, სალმან რუშდიმ), გადაწყდა, რომ ორგვარი ვერსია დაიბეჭდება — ორიგინალური და დარედაქტირებული.
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები