გამომცემელთა ასოციაცია მოუწოდებს პარლამენტარებს, გაიხსენონ და გაიაზრონ წარსულის მწარე გაკვეთილები

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ეხმაურება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ".
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტში დღეს, 2 მარტს რუსული კანონის ორი პროექტის განხილვა იწყება — უმრავლესობა აპირებს, პირველი მოსმენით ორივე კანონი მიიღოს და შემდეგ ვენეციის კომისიაში გაგზავნოს.
- კანონპროექტები ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ შეიმუშავა.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
დეტალები: გამომცემელთა ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არაერთხელ დადასტურებულ ევროპულ მისწრაფებებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას და ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
- "ახლა, როცა ჯანსაღი ძალების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით";
- საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება";
- "მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს";
- მოვუწოდებთ ქართველ პარლამენტარებს, გაიხსენონ და გაიაზრონ წარსულის მწარე გაკვეთილები. ნუ დაუშვებთ შეცდომას, რომელიც ლაქად დააჩნდება თითოეული თქვენგანის ბიოგრაფიას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
მიმართვები დეპუტატებს: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი სამხარაძეს ყოფილი სტუდენტები მოუწოდეს, არ დაუჭიროს მხარი რუსულ კანონს.
- საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს არჩილ თალაკვაძეს ყოფილი კოლეგები მიმართავენ, რომ მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონს.
- დეპუტატ გიორგი ხელაშვილს კი მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაცია მიმართავს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები