On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი პარლამენტის ეზოდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სამივე ჟურნალისტზე დაშვებული იყო პარლამენტში საქმიანობის საშვი.

  • დღეს, პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

დეტალები: პარლამენტის ტერიტორიიდან გაძევებამდე, On.ge-ის რედაქტორი, თამუნა გეგიძე დაცვის თანამშრომელს უხსნიდა, რომ პარლამენტში საქმიანობის საშვი აქვს და ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფებოდა.

  • მიუხედავად ამისა, დაცვამ მას საუბარი გააწყვეტინა და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.