აქციაზე დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია

ფოტო: თათია შურღაია / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინფორმაციას ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ, დააკავეს მედიის წარმომადგენლები, მათ შორის, პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი.
- მანამდე, პარლამენტის ეზოდან გააძევეს On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებსაც ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი უფლება ჰქონდათ.
- ჟურნალისტური ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების დაკავებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.
- "ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა", — ნათქვამია ქარტიის გავრცელებულ განცხადებაში.
დეტალები: კოკაია პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტებს იღებდა.
- ნოდარ მელაძის განცხადებით, პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ოპერატორმა დაზიანებები მიიღო და ფეხის და თავის ტრავმა აღენიშნება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები