მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პარლამენტთან დილიდან, ბიუროს სხდომის პარალელურად, შეიკრიბნენ, თუმცა როდესაც ადგილის დატოვება დაიწყეს, უმრავლესობამ რუსული კანონის განხილვა, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე გადაწყვიტა.
- მაშინვე დაიგეგმა მეორე აქცია, რომელიც ახლაც გრძელდება — გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
- ახლა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომელსაც მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 კი მის წინააღმდეგ წავიდა.
დეტალები: ადამიანებს, რომლებსაც ჩიტაძის ქუჩაზე დროშა ჰქონდათ გაშლილი, წყლის ჭავლს უმიზნებდნენ, ამის შემდეგ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
- ამის მიუხედავად, მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს არ წყვეტენ.
- მანამდე აქციის მონაწილეების დაშლა სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეითაც სცადეს.
- შსს ამტკიცებდა, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და მოქალაქეებს აფრთხილებდა, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა "კანონით გათვალისწინებული ძალა".
- სწორედ ამას მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების წყლის ჭავლით დარბევა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები