ომბუდსმენმა დაკავებულები მოინახულა — ყველაზე დიდი დაზიანება ზურა ჯაფარიძეს აქვს

ფოტო: სქრინი პარლამენტის ვიდეოდან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს — გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა პარლამენტთან დაიწყეს შეკრება.
- ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რამდენიმე სპეციალური საშუალება გამოიყენა, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი.
- შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 66 მოქალაქე — ორგანიზაციებისთვის კი ამ დროისთვის მხოლოდ 42 პირის ვინაობაა ცნობილი.
- NGO-ების შეფასებით, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
დეტალები: სახალხო დამცველის თქმით, ის ყველა დაკავებულს ესაუბრა. ამბობს, რომ მოქალაქეები მოულოდნელად დააკავეს, მათ შორის, გამვლელებიც.
- იოსელიანის თქმით, დაზიანებების თვალსაზრისით, ყველაზე რთული შემთხვევა, ზურა ჯაფარიძეს აქვს და სხვებს ასე რთულად, ვიზუალურად არ ეტყობათ.
- მისივე თქმით, ყველა დაზიანებებზე ექიმები შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.
- იოსელიანი ამბობს, რომ ზურა ჯაფარიძემ ხელკეტებით ცემა დაუდასტურა, დაკავების დეტალები მოუყვა და ჩვენება მისცა — გამოძიება დაწყებულია.
- გადაამეტა თუ არა სამართალდამცავებმა ძალას, ამბობს, რომ ამის შესახებ სახალხო დამცველს დეტალური განცხადება ექნება.
- თუმცა ამატებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ჩანდა, რომ ძალის გამოყენების პროპორცია გადამეტებული იყო.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები