სპეცრაზმი აქციას შლის — იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს

ფოტო: თათია შურღაია / On.ge
პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს.
- მალევე გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა პარლამენტთან დაიწყეს შეკრება.
დეტალები: სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.
- რობოკოპები რუსთაველის გამზირზე განთავსდნენ.
- როგორც კადრებში ჩანს, პარლამენტის წინა შესასვლელი თითქმის დაცარიელდა.
ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
- "აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", — ნათქვამი იყო განცხადებაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები