სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო — აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: სპეცრაზმი აქციას წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით 6-ზე მეტი საათის განმავლობაში შლიდა, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი დარბევაზე გადავიდა.
- როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ის ჟურნალისტები ჰყვებიან, დილის 5 საათიდან პარლამენტთან განლაგებული რობოკოპები დაიძრნენ, მათ წინ წყლის ჭავლის მანქანა მოდიოდა, რომელიც აქტივისტებს უმიზნებდა და გზას ასე "წმენდდა".
- პარალელურად ისროდნენ ცრემლსადენი გაზის ჭურვებსაც და იმდენად ბევრს, რომ ხალხი ტერიტორიიდან გასვლას ვერ ასწრებდა და ცუდად ხდებოდა.
- აქციის მონაწილეთა ნაწილი გარიდებას და უსაფრთხო ადგილის პოვნას ცდილობდა, მაგრამ ვინც პოლიციას ჩაუვარდა ხელში, ძალის გამოყენებით დააკავეს და იძალადეს.
დეტალები: ენმ-ის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, აქციაზე მივიდა პირი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც 20 ივნისის დარბევას ხელმძღვანელობდა და "სისასტიკით გამოირჩევა".
- პუბლიკას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ აქციის მონაწილე დაკავებისას შეუძლოდ ხდება. პოლიციელებს ეუბნება მას, რომ ემორჩილება, თუმცა მაინც მიჰყავთ, შემდეგ კი გული მისდის — სამართალდამცავები მას ასულიერებენ და შსს-ის მანქანაში სვამენ.
- ფორმულას გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, რომ სპეცრაზმელი მოქალაქეს სახეში მუშტს ურტყამს, ის ძირს ეცემა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაარტყა, სპეცრაზმელი არ პასუხობს.
- ასევე, ვრცელდება კადრები, რომელშიც ასახულია, როგორ ურტყამს რამდენიმე სპეცრაზმელი დაბლა დავარდნილ მოქალაქეს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები