პოლიციელმა მთავარი არხის ჟურნალისტს დაარტყა

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დეტალები: კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მთავარი არხის გადამღებ ჯგუფთან მიდიან და რამდენჯერმე, აგრესიულად ხელს კრავენ.
- "უკან ბიჭო, აი, იქ იდექი", — ამ სიტყვებით მიმართავენ ჟურნალისტს.
- ფორმულას ჟურნალისტის რეპლიკაზე, თუ რომ მისი კოლეგა სავალ ნაწილზე არ გადაადგილდებოდა, სამართალდამცავები არაფერს არ ამბობენ.
- "ჩვენ ვიღებდით, აქ ვარსულებდით ჩვენს პროფესიულ მოვალეობას. ერთ-ერთმა პოლიციელმა სახეში დამარტყა და ჩემს ოპერატორს არ მისცა გადაღების შესაძლებლობა", — ამბობს მთავარი არხის ჟურნალისტი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სპეცრაზმი აქციას წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით 6-ზე მეტი საათის განმავლობაში შლიდა, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი დარბევაზე გადავიდა.
- როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ის ჟურნალისტები ჰყვებიან, დილის 5 საათიდან პარლამენტთან განლაგებული რობოკოპები დაიძრნენ, მათ წინ წყლის ჭავლის მანქანა მოდიოდა, რომელიც აქტივისტებს უმიზნებდა და გზას ასე "წმენდდა".
- პარალელურად ისროდნენ ცრემლსადენი გაზის ჭურვებსაც და იმდენად ბევრს, რომ ხალხი ტერიტორიიდან გასვლას ვერ ასწრებდა და ცუდად ხდებოდა.
- აქციის მონაწილეთა ნაწილი გარიდებას და უსაფრთხო ადგილის პოვნას ცდილობდა, მაგრამ ვინც პოლიციას ჩაუვარდა ხელში, ძალის გამოყენებით დააკავეს და იძალადეს.
- ძალადობენ ჟურნალისტებზეც — პოლიციელებმა სცემეს ფორმულას ჟურნალისტებსა და ოპერატორს.
- "გვეგონა, რომ ჩვენც გვაკავებდნენ. საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, რამდენიმე მუშტი მეც ჩამარტყეს და ოპერატორსაც ჩაარტყეს. გვაქვს კადრებიც გადაღებული, როგორ უსწორდებიან მოქალაქეს ფიზიკურად", — ამბობს ჟურნალისტი, გიორგი კვიჟინაძე.
- სამართალდამცველებმა დაარტყეს პუბლიკას ჟურნალისტებს, ბასტი მგალობლიშვილსა და ალექსანდრე ქეშელაშვილს.
- ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავების პროცესს იღებდნენ. კადრებში ისმის – "ჟურნალისტები მოაშორეთ".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები