ინფორმაციას სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 7-8 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა, ჯამში, 133 პირი დააკავეს.

  • გარდა ამისა, მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.
  • NGO-ების შეფასებით, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

დეტალები: ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება 1 პირი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული.

  • "ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები", — ნათქვამია განცხადებაში.