პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო

ფოტო: ლანა როყვა / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
გადაწყვეტილება ახლახანს გამოცხადდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს, თუმცა, პარალელურად, დაიწყებს "ხალხთან დიალოგს და შემეცნებითი ხასიათის კონსულტაციებს" ჩასაგდებად გადადებული კანონის ავკარგიანობაზე.
- ეს მას შემდეგ, რაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ცრელმსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით ჯერ დაშალეს, შემდეგ კი ძალადობრივად დაარბიეს.
- მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში კანონის გადწვევის გადაწყვეტილებას მოქაალქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მოტივით ხსნიდნენ.
დეტალები: გადაწყვეტილებას 35 წინააღმდეგი და 1 მომხრე ჰყავდა. პლენარული სხდომა პირდაპირ კენჭისყრით, განხილვის გარეშე ჩატარდა.
- პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საკანონმდელო შენობასთან.
- მაჭარაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, საკითხი განხილვის გარეშე დაეყენებინათ კენჭისყრაზე, რადგან კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
- პაპუაშვილის განცხადებით, "არსებობს საერთო კონსენსუსი" ამიტომ, საკითხი აღარ განიხლება, რადგან პარლამენტი მის ჩაგდებას აპირებს.
- "ამიტომ განხილვის პროცედურები, რომელიც არის რეგლამენტით გათვალისწინებული, ემსახურება კანონის მიღებას, ვინაიდან არავინ აპირებს მიღებას, ვფიქრობ, რომ არის სრული ფორმალობა და არ ემსახურება არანაირად ჩვენს მიერ განსახილველ საკითხს".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები