ტესტი: შეგიძლია თუ არა კიბერთაღლითური სქემების გაშიფვრა?
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. მართალია, თანამედროვე ტექნიკა ცხოვრებას გვიმარტივებს, თუმცა ამ ყველაფერს რისკებიც თან ახლავს. სმარტფონები, ლეპტოპები და სხვა მოწყობილობები ჩვენს პირად ინფორმაციას ინახავს, რაც კიბერთაღლითების მთავარი სამიზნეა.
დღეისათვის ბევრი კიბერთაღლითური სქემა არსებობს, რომელთა მთავარი მიზანიც შენს ფინანსებზე წვდომის მოპოვებაა. ეს ტესტი კი ფიშინგის იმ სქემების შესახებაა, რომლებიც დღეს ყველაზე გავრცელებულია. ვნახოთ, შეგიძლია თუ არა კიბერთაღლითური სქემების გაშიფვრა.
ტესტი: შეგიძლია თუ არა კიბერთაღლითური სქემების გაშიფვრა?
ტესტის დაწყება1 / 8 მესენჯერში იაფ ინტერნეტ-პაკეტს გთავაზობენ, რომლის შესაძენად ბმულზე გადასვლას და სრული საბანკო ინფორმაციის შევსებას გთხოვენ, მათ შორის მომხმარებლის სახელის და პაროლის ჩაწერას. შეავსებ შენს შესახებ ინფორმაციას?
- თუ ეს ფასდაკლებისთვის საჭიროა, შევავსებ
- შევავსებ და თან ანტივირუსი მაქვს, ამიტომ ბმულზე გადასვლით არაფერი დამიშავდება
- შევავსებ, პაროლი ხომ მაინც მხოლოდ მე ვიცი
- სატელეკომუნიკაციო კომპანიები მესენჯერით არ გვწერენ შემოთავაზების შესახებ, თან საბანკო ინფორმაციასაც არ მომთხოვდნენ. ასე რომ, ეს თაღლითური სქემაა
2 / 8 სოციალურ ქსელში ნახულობ ბანკის შემოთავაზებას, რომ გათამაშებაში ჩასართავად ბმულზე უნდა გადახვიდე და შენ შესახებ ინფორმაცია შეავსო. როგორ მოიქცევი?
- ინფორმაციის ყველა ველს შევავსებ, ეს ხომ ბანკია
- ბანკის სახელს შევამოწმებ და თუ რამეს ვიპოვი, შემდეგ ინსტრუქციებს მივყვები
- საეჭვო "ბანკს" პირად ინფორმაციას არ გავუზიარებ
- კიდევ ერთ ბანკთან დამეგობრება არ მაწყენს
3 / 8 ავტომატურად მობილბანკში მოხვდი იმ ბმულზე გადასვლის შემდეგ, რომელიც საბანკო აქციაში მონაწილეობის მისაღებად გამოგიგზავნეს. გაივლი ავტორიზაციას?
- არა, რადგან გადამისამართებით შეიძლება ჩემს პირად ინფორმაციას იპარავდნენ და მობილბანკი მხოლოდ გარეგნულად ჰგავდეს ნამდვილ აპლიკაციას
- მობილბანკში ეს ინფორმაცია აქამდეც ბევრჯერ შემიყვანია
- თუ მონაწილეობისთვის ეს აუცილებელი პირობაა, სხვა რა გზა მაქვს ?!
- დიახ, ჩემი მობილბანკი ისედაც დაცულია
4 / 8 ვებგვერდზე განთავსებული შენი ნივთის შეძენისას გეუბნებიან, რომ ბმულზე უნდა გადახვიდე და პირადი ინფორმაცია შეავსო, რათა თანხა გადმოგირიცხონ. როგორ მოიქცევი?
- შევავსებ, რადგან თანხას ასე უფრო მალე მივიღებ
- არაფერსაც არ შევავსებ და ტელეფონზე დარეკვას მოვთხოვ
- თუ სხვანაირად არ შეუძლია თანხის გადახდა, სხვა რა გზა მაქვს ?!
- რა პრობლემაა? გადარიცხვით ხშირად იხდიან ნივთის თანხას
5 / 8 შენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელს იყენებენ კიბერთაღლითები პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად?
6 / 8 შენი უძრავი ქონებით დაინტერესებული პირი Western Union-ის ბმულსა და გზავნილის კოდს გიგზავნის, თუმცა კოდის მიუხედავად, გზავნილს ვერ პოულობ. შემდეგ კი გთავაზობს, რომ ბმულით ისარგებლო და შენთვის სასურველი ბანკის მონაცემები თავად ჩაწერო, რათა თანხა მიიღო. როგორ მოიქცევი?
- ჩავწერ, რადგან მისი გზავნილის მიღება სხვანაირად არ გამოდის
- Western Union სანდოა, ამიტომ პირად მონაცემებს მივუთითებ
- ეს ყველაფერი საეჭვოა, ამიტომ დავემშვიდობები
- რა თქმა უნდა, ყველაფერს სწრაფად შევავსებ, სანამ უძრავი ქონების ყიდვა გადაუფიქრებია
7 / 8 როგორ უნდა ამოიცნო ყალბი ვებგვერდი?
- თუ ვებგვერდი ყალბია, ბმულზე ისედაც ვერ გადავალ
- ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი ყალბ ვებგვერდს დაბლოკავს
- ვებსაიტის სახელი გამართული უნდა იყოს და ასევე, მისამართის ველს დავაკვირდები, სადაც ჩაკეტილი ბოქლომი უნდა ეხატოს
- დავათვალიერებ და ინფორმაციის მიხედვით მივხვდები
8 / 8 ვებგვერდზე განთავსებული შენი ნივთის შეძენა სურთ, თუმცა ნივთის მიწოდებას გთხოვენ. იმისთვის, რომ საკურიერო თანხა გადაიხადო, ბმულს გიგზავნიან, რომელსაც მობილბანკში გადაჰყავხარ და ავტორიზაციას გთხოვს. რას იზამ?
- ბმულს რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ჩემი გადასახდელია
- კარგად დავაკვირდები, იქნებ სულაც არ არის მობილბანკი
- რადგან მითითებული მქონდა, რომ ნივთის მიწოდება შემიძლია, შევავსებ და გადავიხდი
- თუ რომელიმე საკურიერო მომსახურება ურჩევნიათ, რატომ შევქმნა პრობლემები, ავდგები და შევავსებ
ერთი წუთით...
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
კომენტარები