ფრანკლინის კლუბი იმედს მოუწოდებს, ღარიბაშვილის ბრალდებებზე საპასუხოდ, ღია ეთერში მიიწვიოს

ფოტო: პარლამენტი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
განცხადებას ფრანკლინის კლუბი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა-დარბევის შემდეგ პირველად დუმილი, ტრადიციულად, იმედის ეთერში დაარღვია.
- ის აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას ცდილობდა და თქვა, რომ ფრანკლინის კლუბში, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტშია შექმნილი, ახალგაზრდებს "წამლავენ" და "ტვინს ურეცხავენ".
- სწორედ ეს ახალგაზრდები დაადანაშაულა პრემიერმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობასა და პროვოკაციულ ქმედებებში — ანარქისტები უწოდა და თქვა, რომ სატანისტები ფორმა ეცვათ.
- ღარიბაშვილს საქართველოს უნივერსიტეტში უკვე უპასუხეს.
დეტალები: ფრანკლინის კლუბის განცხადებით, იმედის ეთერში არაერთხელ გავიდა დეზინფორმაცია მათ შესახებ, რაც 12 პარტს, ირაკლი ჩიხლაძის გადაცემაში ღარიბაშვილის აბსურდული განცხადებებით დაგვირგვინდა.
- "ეს დეზინფორმაცია აშკარად ატარებს აგრესიულ, შავრაზმულ ხასიათს და ემსახურება ფრანკლინიკის კლუბისგან მტრის ხატის შექმნას", — აცხადებენ ისინი.
- მათივე თქმით, მსგავსი პროპაგანდა სრულად უპასუხისმგებლოა განათლების ნებაყოფლობით მიმღები ახალგაზრდების მიმართ, რომელთა უმრავლესობაც სკოლის მოსწავლეა.
- "მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სამოქალაქო შეგნება და მისცეთ თქვენს მაყურებელს საშუალება, გაიგოს სიმართლე".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები