მოისმინეთ: სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზია 2023-ზე წარდგება
და, აი, ისიც — სულ ცოტა ხნის წინ შედგა პრემიერა სიმღერისა, რომლითაც საქართველო 2023 წლის ევროვიზიაზე წარდგება. ირუ ხეჩანოვის Echo წლევანდელი ევროფესტივალის ბოლო სიმღერაა და ამიტომ, გულშემატკივრები საქართველოს საკონკურსო კომპოზიციას განსაკუთრებულად ელოდებოდნენ.
სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მისი ტექსტი კი ირუ ხეჩანოვსა და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. ვიდეორგოლის რეჟისორი ზაზა ორაშვილი გახლავთ.
22 წლის ირუ ხეჩანოვმა მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის სტატუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ ვოისში გამარჯვებით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე იყო ჯგუფ ქენდის წევრი, რომელმაც 2011 წელს ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე მეორე გამარჯვება მოუტანა.
ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ლივერპულში გაიმართება 9 მაისიდან 13 მაისამდე. უკვე ცნობილია, რომ საქართველო ფესტივალის მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს, წარდგება მაყურებლის წინაშე. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესია — ამაზე მეტყველებს ბუქმეიკერების რეიტინგი, რომლის საუკეთესო ათეულში ირუ ხეჩანოვი ჯერ კიდევ სიმღერის გამოსვლამდე მოხვდა.
2023 წლის ევროვიზია, წესით, უკრაინაში უნდა გამართულიყო, რადგან გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული სწორედ უკრაინა გახდა. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროფესტივალის ორგანიზატორი გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC იქნება. ამის მიუხედავად, პროცესში აქტიურად ჩაერთვება უკრაინული მხარეც, რათა ღონისძიებაზე ქვეყნის მახასიათებელი ელემენტებიც იყოს წარმოდგენილი. ამასთან, უკრაინა, როგორც 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული, ეგრეთ წოდებულ დიდ ხუთეულთან ერთად ნახევარფინალური ტურის გარეშე მოხვდება ფინალში.
საქართველომ ევროვიზიაზე თოთხმეტჯერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ბოლო წლები ჩვენი ქვეყნისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ბოლოს საქართველოს წარმომადგენელმა ნახევარფინალური ტურიდან ფინალში გადასვლა 2016 წელს შეძლო. ჩვენს საუკეთესო შედეგად კვლავ მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
გადახედვაპაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს
-
გადახედვამოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე
-
გადახედვამთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს
-
-
გადახედვაირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
კომენტარები