ინფორმაციას სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 15 მარტს ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთში, სოფელ ბახვში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ბრალდებულმა ხელშეშლის მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ტელეფონი წაართვა და დაუზიანა.

  • არხის ინფორმაციით, თავდამსხმელი მამუკა ანდღულაძეა და ის ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც 14 მარტს, ზურაბ მორგოშიასთან და სხვა პრორუს მოძალადეებთან ერთად, პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა.

დეტალები: ბრალდებული ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

  • საგამოძიებოს ინფორმაციით, 2022 წელს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა კი — 7 პირზე.