საერთაშორისო სისხლის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

ფოტო: Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორდერს საფუძვლად უდევს უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი.
- სასამართლო ომის დანაშაულების ჩადენის გამო რუსეთის პრეზიდენტს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს.
დეტალები: გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს II წინასასამართლო პალატამ მიიღო.
- დაპატიმრების ორდერი გაცემულია ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინისა და მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას მისამართით.
- "ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში", — ნათქვამია განცხადებაში.
- მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა, რომელიც პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარია, სავარაუდოდ პასუხისმგებელია მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე.
- დაკავების ორდერი პროკურატურის მიერ 2023 წლის 22 თებერვალს წარდგენილი განცხადებების საფუძველზე გაიცა.
გამოხმაურებები: მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.
- "მართლმსაჯულების ბორბლები დატრიალდა: მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის".
- ხოლო რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა პუტინის დაკავების ორდერი ტუალეტის ქაღალდს შეადარა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები