ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ქართულ ოპოზიციაზე "ოცნების" რიტორიკით საუბრობს

ფოტო: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პროპაგანდისტული განცხადებები ასლან ბჟანიამ პარტიის ყრილობაზე გააკეთა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველი გუნდის რიტორიკის მსგავსად, ბჟანია ამტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს, დაამხოს მოქმედი ხელისუფლება და გახსნას "მეორე ფრონტი" ქვეყანაში.
- ამავე კონტექსტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი მორიგჯერ აქებს საქართველოს ხელისუფლებას და ამბობს, რომ ისინი ოპოზიციის ამ მცდელობას ეწინააღმდეგებიან.
დეტალები: ბჟანია ირწმუნება, რომ ოკუპანტი რუსეთი იძულებულია, ჩაატაროს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", ამ დროს კი მთელი ევროპა და აშშ მის წინააღმდეგ გამოდის.
- "ამ ფონზე იმავე ძალებს სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნით მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს", — თქვა მან.
- ამ პირობებში დე ფაქტო ლიდერი გამოსავალს რუსეთთან ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში ხედავს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები