რესპუბლიკურის თანამშრომლები ითხოვენ, არ შეიცვალოს კლინიკის ადგილმდებარეობა

ფოტო: რესპუბლიკური საავადმყოფო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებმა ღია წერილი გაავრცელეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევა მათთვის სრულიად მოულოდნელად, ახალი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვევლად დააანონსა.
- მათივე თქმით, ერთი წლის წინ რესპუბლიკურის მედპერსონალს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციაზე.
- წერილში ნათქვამია, რომ კლინიკა გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და ამის შენარჩუნება აუცილებელია.
დეტალები: რესპუბლიკური თანამშრომლები აცხადებენ, რომ კლინიკის ნგრევის დაანონსება დროში საეჭვოდ ემთხვევა მედპერსონალის დისკრედიტაციის მცდელობას.
- "ამასთან ერთად მიმდინარეობს კლინიკის სრულყოფილად ფუნქციონირებაში მიზანმიმართული ხელისშემშლელი პროცესები. კერძოდ: კლინიკის სერვისების მიზანმიმართული გაუქმება. უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიის და პედიატრიული განყოფილებები. ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციაზეც", — ვკითხულობთ წერილში.
- მათივე ინფორმაციით, კლინიკის 1000-ზე მეტი თანამშრომელი უმუშევარი რჩება.
- "გვინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ ფორსმაჟორულ რეჟიმში გაატარა 20000 პაციენტი.
- არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა", — აცხადებენ კლინიკაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები