ამის შესახებ კლინიკა განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის გადავადებაზე უარი უთხრა.

  • ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
  • სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამ და არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიმართა.

დეტალები: ვივამედის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ ის დადებითად აისახება მის ჯანმრთელობაზე.

  • "შესაბამისად, ბოლო თვის მანძილზე პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე", — ამბობენ კლინიკაში.
  • მათივე თქმით, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს, ამის გამო კი ისინი უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას იღებენ.
  • "ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა ვივამედში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში".