მოსკოვი და მინსკი ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პუტინი ამ განცხადებით დასავლეთის მანიპულირებას ცდილობს.

  • აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.

დეტალები: პუტინის განცხადებით, რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში 1 ივლისამდე განათავსებს.

  • ISW-ის შეფასებით, ამასთანავე, ეს პუტინის ძალისხმევაა, ბელარუსზე კონტროლი გააღრმაოს.
  • ომის კვლევის ინსტიტუტი ამბობს, პუტინს ეს გეგმა უკრაინაში შეჭრამდეც ჰქონდა, თუმცა ახლა მიმდინარე საინფორმაციო ოპერაციას და მის გეგმებს მოარგო.
  • ალექსანდრე ლუკაშენკომ პუტინს ბირთვული იარაღის მასპინძლობა ჯერ კიდევ 2021 წელს "შესთავაზა".
  • ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ 2022 წელს რეფერენდუმზე გააუქმა კონსტიტუციის პუნქტი რომელიც ბელარუსს ნეიტრალურ სტატუსს ანიჭებდა.