ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ანდერს ბრეივიკმა 2011 წელს ოსლოში, სამთავრობო კვარტალში, პრემიერმინისტრის ოფისთან ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარა ააფეთქა.

  • ორი საათის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით უტეიას კუნძულზე ახალგაზრდულ ბანაკს დაესხა თავს, ტერორისტული აქტის შედეგად კი 151 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 77, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
  • სწორეს ამ სერიულ მკვლელს ადარებს ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტს.

დეტალები: ამაზე მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტებმა 25 მარტს ნორვეგიაში სააკაშვილისთვის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაცემაზე ჰკითხეს.

  • ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტის მიერ ჯილდოს მიღებას "დაცინვა და ხალხის შეურაცხყოფა" უწოდა, ხოლო სააკაშვილი "მთელ მსოფლიოში ცნობილ ავტორიტატულ, თითქმის დიქტატორულ მმართველად" მოიხსენია.
  • "ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია?! ეს არის დაცინვა ჩვენი ხალხის და ეს არაფერს ნიშნავს".
  • "ეს არის დაახლოებით იგივე, არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა, აი, დაახლოებით იგივეა, რომ რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს [...] იგივეა ჩემთვის", — ამბობს ის.