ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი და თამარ კორძაია სოლიდარობას უცხადებენ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 27 მარტს დაწერა, რომ ნათია ბერიძე ისევ მიუვარდა სახლთან და პრეზიდენტს დახმარებას სთხოვა.

  • პოსტივის გადამღები ჯგუფი 24 მარტს გვიან ღამით, სახლთან დაადგა ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, შემდეგ კი "წყაროს ინფორმაციაზე" აპელირებით სამართალდამცავებს სამხარაძის სავარაუდო გატაცებაზე შეატყობინეს.
  • ღამით ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა — 112-ში პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა.
  • ინფორმაცია უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.
    ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.
  • გარდა ამისა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პოსტივის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაზე, გამოძიება დაიწყო.
  • სოციალურ ქსელში გავრცელდა ნათია ბერიძის ფოტოც, რომელსაც ხელი თაბაშირში აქვს, თუმცა კადრებში არ ჩანს როგორ და რა ვითარებაში დაიზიანა მან მკლავი — მაგრამ ჩანს, რომ ჩიქოვანი თმაზე ქაჩავს.

დეპუტატები გმობენ ბოლო დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მეთოდებით თათია სამხარაძეზე უწყვეტ თავდასხმას.

  • "უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროებელს, რითიც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს".
  • "ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა".
  • ასევე, გმობენ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის პოზიციასაც, რომელმაც ირიბი მხარდაჭერა გამოუცხადა შალვა რამიშვილს.

დეტალები: ისინი საშიშ და მანკიერ პრაქტიკად აფასებენ იმას, რომ მოძალადის რეპუტაციის დასაცავად, მსხვერპლის დასასჯელად და ცრუ ნარატივების გასავრცელებლად სახელმწიფო ინსტიტუციებია გამოყენებული.

  • "მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს — უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ."
  • მათი თქმით, ის ფაქტი, რომ შევიწროებაში სასამართლოს მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება ადამიანების პირადი ცხოვრების ინფორმაციის გასაჯაროებით, ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცას აჩვენებს.
  • მოითხოვენ საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის დევნასა და სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს რამიშვილის მიმართ.
  • მოუწოდებენ ომბუდსმენს, განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლენრივი რეაგირება — დაიცვას სამხარაძის უფლებები, რადგან, მათი შეფასებით, სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობის განგრძობადი დარღვევა.
  • "კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროვების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო".

ბოლო დღეებში არაერთმა ქალმა ამხილა რამიშვილი, ისინი ამბობენ, რომ კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.

  • POSTV-მ კი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი კამპანია დაიწყო.
  • პროპაგანდისტული მედია ცდილობს და უნდა ისე წარმოაჩინოს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაზე ქალების მხილებას სამხარაძე გეგმავს და კეზერაშვილი აფინანსებს — მათივე მტკიცებით, კონფლიქტი თანხის ოდენობის განხილვას მოჰყვა.
  • სახალხო დამცველს არაერთხელ მოუწოდეს გამოხმაურებოდა სამხარაძის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილი 2016 წელს სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და დავაც მოუგო.

  • 2018 წლის 3 იანვარს მას სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც სააპელაციომ ძალაში დატოვა.
  • 2023 წლის 20 მარტს თათია სამხარაძე POSTV-ის დაწყებულ მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა და ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.