GDI-ის შეფასებით, გრიგორიადისის სამართლებრივი დევნა ქართული ოცნების პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივია (GDI) დაკავებულ 21 წლის აქტივისტზე განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, გუშინ, 31 მარტს კი სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
- 7-8 მარტის აქციები სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, მოგვიანებით კი დარბევაზე გადავიდნენ: სათითაოდ მისდევდნენ, სცემდნენ და აკავებდნენ პროტესტის მონაწილეებს.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- მმართველი გუნდის თავმჯდომარემ 21 წლის აქტივისტს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
GDI აღნიშნავს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ბრალდებასა და პატიმრობის შეფარდებას წინ პრემიერმინისტრის მხრიდან აქციის მონაწილეების, მათ შორის, ახალგაზრდების უმკაცრედას დასჯის მუქარა და დემონიზება უსწრებდა.
- მიუთითებენ კობახიხის ჰომოფობიურ, პროპაგანდისტულ განცხადებაზეც.
- ორგანიზაციის შეფასებით, აქტივისტის სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული ოცნების პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი და პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღია.
- "ხელისუფლების მხრიდან ლაზარეს სისხლისსამართლებრივ დევნას, მათ შორის, შესაძლოა ჰქონდეს აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მიმართ შურისძიების მიზანი".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები