ომბუდსმენის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ადამიანის ორიენტაციასთანაა დაკავშირებული, მიუღებელია

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სახალხო დამცველს წლიური ანგარიშის წარდგენისას ლაზარე გრიგორიადისზე ჰკითხეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 21 წლის აქტივისტი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, 31 მარტს კი სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადესკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.
- მმართველი გუნდის თავმჯდომარემ გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
დეტალები: იოსელიანის თქმით, საკუთარი მანდატის ფარგლებში ომბუდსმენის აპარატი აკეთებს ყველაფერს, რათა გრიგორიადისის უფლებები იყოს უზრუნველყოფილი.
- კობახიძეზე დასმული კითხვის პასუხად, ამბობს, რომ ნებისმიერი განცხადება, ორიენტაციაზე, მიუღებელია.
- "ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ორიენტაციასთან, ან სხვა რამე ტიპის გამოკვეთასთან, იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური კუთხით, აბსოლუტურად მიუღებელია".
- დამაზუსტებელ კითხვაზე, დისკრიმინაციული იყო თუ არა ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადება, სახალხო დამცველმა არ უპასუხა.
- ომბუდსმენმა გრიგორიადისი პირველ აპრილს მოინახულა და თქვა, რომ აპარატი ზედამხედველობას გაუწევს როგორც გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები