როდის აღდგება რიკოთის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა — რა ვიცით

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა 30 მარტს შეწყდა და ავტომობილების გადაადგილება დაიწყო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე.
- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის დნობის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები.
- ამბობენ, რომ შესაბამისი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია.
- "ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.
დეტალები: დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ.
- მათი განცხადებით, კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.
- ამბობენ, რომ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან მონაკვეთს, რომელზეც ამჟამად გადართულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ ეტაპზე 109 კმ-იანი გზის მხოლოდ და მხოლოდ 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- "კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე", — ნათქვამია განცხადებაში.
- საავტომობილო გზების დეპარტამენტი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რიკოთის მონაკვეთზე რაც შეიძლება დროულად აღდგეს მოძრაობა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები